გიგი  წერეთელი - ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა  ბელარუსის  ხელისუფლებას მოუწოდებს, შეაჩერონ რეპრესიული ტაქტიკა და ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტები სრულად დაიცვან

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა უკიდურესად შეშფოთებულია ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გადაჭარბებული ძალის გამოყენების გამო, მათ შორის რეზინის ტყვიების, წყლის ჭავლის, ყუმბარებისა და მასობრივი დაპატიმრებების ჩათვლით.

ასამბლეის პრეზიდენტმა გიგი წერეთელმა, ბელარუსის ხელისუფლებას მოუწოდა, შეაჩერონ რეპრესიული ტაქტიკა და ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტები სრულად დაიცვან.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ პროტესტი არაძალადობრივი უნდა იყოს.

გიგი წერეთელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოპონენტების რეპრესიები და დევნა მიუღებელია, რაც ასევე ეუთო-ს პრინციპებს ეწინააღმდეგება. მისი თქმით, ახლა საჭიროა დეესკალაცია და მოლაპარაკება, ხოლო არჩევნების შემდგომი მოვლენები იმის ნიშანია, რომ საჭიროა ფუნდამენტური ცვლილებები და რეფორმები.

„როგორც ეუთო-ს მონაწილე ქვეყანა, ბელარუსი ნებაყოფლობით დათანხმდა ვალდებულებებს ადამიანის უფლებების კუთხით. მათ შორისაა - მშვიდობიანი შეკრების უფლება, გამოხატვის თავისუფლება, თვითნებური დაპატიმრებისა და დაკავებისგან თავისუფლება და ეფექტური დაცვის უფლება. მოვუწოდებ ხელისუფლებას, დაიცვან ეს უფლებები, თავისუფლებები და ბოლო დღეებში თვითნებურად დაკავებულები დაუყოვნებლად გაათავისუფლონ ”,- განაცხადა ასამბლეის პრეზიდენტმა.

გიგი წერეთელმა დაკავების დროს არასათანადო მოპყრობის, ასევე მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმის, ქვეეყანაში ინტერნეტის და სოციალური მედიის საიტების დაბლოკვის შესახებ მიუთითა.

„ჟურნალისტების ფიზიკური შეურაცხყოფა, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შეზღუდვა და დაკავებულების არასათანადო მოპყრობა საერთაშორისო ვალდებულებების მძიმე დარღვევაა, ძალიან ვწუხვართ ადამიანების სიცოცხლის დაკარგვის შესახებ ინფორმაციის გამო, მათ შორის პატიმრობაში”,-განაცხადა წერეთელმა.

მისი შეფასებით, ბელარუსი საპარლამენტო ასამბლეის მნიშვნელოვანი წევრია.

„მინსკი ყოველწლიურ სესიას სამი წლის წინ მასპინძლობდა, სადაც განვიხილეთ, თუ როგორ უნდა მოხდეს დემოკრატიის კონსოლიდაცია ბელარუსში. ველოდებით ამ მოლაპარაკებების გაგრძელებას და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით განხორციელებას“,-განაცხადა წერეთელმა.

აღნიშნულ ინფორმაციას „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა