ადვოკატის  განცხადებით, ინფორმაცია, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილის სოციალური ქსელებიდანაა წაშლილი, აღდგება

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ყველა ინფორმაცია, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილის სოციალური ქსელებიდანაა წაშლილი, აღდგება. როგორც რამიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პირველადი პასუხები ამერიკის შეერთებულ შტატებიდან უკვე მიიღეს.

მისი თქმით, გენერალურ პროკურორთან მომდევნო შეხვედრა უახლოეს პერიოდში გაიმართება.

„ეს არ იქნება ჩვენი ბოლო შეხვედრა. იგეგმება ხშირი კონტაქტი. იყო საუბარი ავტომობილის ექსპერტიზასთან დაკავშირებით. ჩაერთვებიან უცხოელი ექსპერტები. ის აპარატურა გვექნება, რაც დაადგენს ავტომობილთან დაკავშირებით ყველა კითხვას“,- განაცხადა რამიშვილმა.

ამასთან, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, გამოძიება იმ ტემპით მიმდინარეობს, რაც მათ აწყობთ, თუმცა, მისი თქმით, საგამოძიებო უწყების მიმართ ნდობა დამოკიდებულია შედეგზე.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში
m²-მა და LIB.GE-მ ღონისძიებების სერია - „გაბედე“ წარადგინა
სპორტული მენეჯმენტის ახალი ერა საქართველოში: Johan Cruyff Institute საერთაშორისო კურსები თბილისში
უსაფრთხო ინტერნეტი: რჩევები საბანკო ასოციაციისგან მშობლებს, მოზარდებსა და სკოლებს
„არქის“ თანაორგანიზებით უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა