შიდა ქართლში დევნილთა დასახლებაში გზისა და წყლის ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, შიდა ქართლის რეგიონის დევნილთა დასახლებაში ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებისა და წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან აცნობეს, პროექტს საქართველოს მთავრობის დაფინანსებით 7,2 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდა.

„სარეაბილიტაციო სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა სიმონ გულედანმა დაათვალიერეს.

გზისა და წყალმომარაგების სამუშაოები 11 სხვადასხვა ადგილზე მიმდინარეობდა. მოეწყო 2 ჭაბურღილი და ჯამში 14 კმ გზა დაიგო 9 სხვადასხვა მონაკვეთზე. პროექტის ფარგლებში, მოეწყო სანიაღვრე არხებიც და ეზოში შესასვლელები ცხაურებით. სამუშაოები 2019 წლის ნოემბერში დაიწყო და მიმდინარე წლის აგვისტოში, ვადაზე ადრე, დასრულდა.

პროექტის შედეგად, საგზაო და წყლის ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა 10 დასახლებაში: წეროვანში, ახალსოფელში, ბერბუკში, თელიანში, მეტეხში, მოხისში, სკრაში, ხურვალეთში, შავშვებსა და გუგუტიანთკარში. იძულებით გადაადგილებული პირებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნა ფონდისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს