რუხის კლინიკაში მესტიიდან კორონავირუსით ინფიცირებული 2 პირი შეიყვანეს

მესტიიდან რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ორი პირი შეიყვანეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, მაიკო ჯანაშიამ განუცხადა, მესტიიდან გადმოყვანილი კოვიდინფიცირებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის სტაბილურია.

მისივე ინფორმაციით, რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში სულ 10 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.

ვიქტორ ყიფიანი - გარე პროცესების გავლენათა მართვა ყველა ჩვენგანის თანამონაწილეობას და საზიარო პასუხისმგებლობას მოითხოვს
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2020
კახა კუკავა - 7 პრიორიტეტი გვაქვს, რაც ჩვენ საარჩევნო პროგრამაშია