სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპულთა ნეშტებია დასვენებული და სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპული 13 პირის ნეშტია დასვენებული და სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.

პანაშვიდზე იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი.

სახელმწიფო მინისტრის თეა ახვლედიანის განცხადებით, ამ ეტაპზე იდენტიფიცირებულია 8 სამხედრო და 5 სამოქალაქო პირი.

“წითელი ჯვრის” ეგიდით შექმნილი, ჰუმანიტარული მექანიზმების ფარგლებში, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან ჩართულია სახელმწიფო მინისტრის აპარატი. წლების წინ შეიქმნა ეს ფორმატი, თუმცა პირველი იდენტიფიცირება მოხდა და მას მერე მიმდინარეობს ეს პროცესი. სულ იდენტიფიცირებულია და გადმოსვენებულია 191 პირი, რომლებიც საქართველოში შეიარაღებული კონფლიქტებისას დაიღუპნენ. მათ შორის არიან როგორც სამხედრო მოსამსახურეები, ასევე სამოქალაქო პირები. დღეს ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში შევხვედროდით ამ ეტაპზე 8 სამხედრო და 5 სამოქალაქო იდენტიფიცირებული პირის ოჯახებს. მათ კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ და კიდევ ერთხელ მივაგებ პატივს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას”,- განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.

ცნობისთვის, აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს უგზო - უკვლოდ დაკარგული 13 პირის იდენტიფიცირებული ნეშტია გადმოსვენებული. პანაშვიდი ასევე გაიმართება 15 აგვისტოს 11:00-დან 14:00 საათამდე. იდენტიფიცირებულთაგან 2 ნეშტის სამხედრო პატივით დაკრძალვა 15 აგვისტოს, 15:00 საათზე, დიღმის ძმათა სასაფლაოზე შედგება.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე