ანონსი 15 აგვისტო

15 აგვისტოს, 11:00 საათზე, "ლელო საქართველოსთვის" ლიდერები სოფიკო შამანიდი, მედეა მეტრეველი და პარტიის სხვა წარმომადგენლები ქალაქ თბილისის მერიის თბილისის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსთან მიუსაფარ ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავენ. მის: შარტავას 7 საკონტაქტო: 577624445
15 აგვისტოს, 11:00 საათზე, სამების საკათედრო ტაძარში , აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებული შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპული 13 იდენტიფიცირებული პირის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება.
15 აგვისტოს, 11:00 საათზე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკისციხის ცენტრში, 4 სოფლის ადგილობრივი მოსახლეობა, სუფსის ჰესების კასკადის მშენებლობაზე უარის თქმისა და ინვესტორთან ინსცენირებული შეხვედრის გაუქმების მოთხოვნით, აქციას გამართავს, რომელსაც ეკოლოგი ლაშა ჩხარტიშვილი, ორგანიზაციის სხვა წარმომადგენლებთან ერთად შეურთდება და მხარს დაუჭერს.
საკონტაქტო: ელენე ბერიძე-568675112
15 აგვისტოს, 13:00 საათზე, გიორგი ვაშაძე "სტრატეგია აღმაშენებლის" ხობის რეგიონალურ ოფისს გახსნის და მოსახლეობას შეხვდება.
მის: ხობი, 9 აპრილის ქუჩა N3
საკონტაქტო: ირაკლი გაბისონია-555 602 634
15 აგვისტოს, 13:00 საათზე, თელავის მუნიციპალიტეტში, პარტია "ქართული არჩევანის" ლიდერები: ბეჟან გუნავა და თემურ გოგსაძე , სადაზღვეო კომპანია "ალდაგისა " და "ალფას" მიერ მოტყუებულ გლეხებთან ერთად ბრიფინგს გამართავენ.
თემა: სადაზღვევო კომპანია “ალდაგის” და "ალფას" მიერ , გლეხებთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობა.
მის: კახეთი, თელავის მუნიციპალიტეტი, ალაზნის გამზირი N3 , სადაზღვევო კომპანია "ალფა" (ბაზრის მიმდებარე ტერიტორია)
საკონტაქტო : მარიამი - 568 31 32 68
15 აგვისტოს, 15:00 საათზე, დიღმის ძმათა სასაფლაოზე, აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებული შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპულ 2 იდენტიფიცირებულ მებრძოლს სამხედრო პატივით დაკრძალავენ.
15 აგვისტოს, 19:00 საათზე, "ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე, ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლანა გალდავა და პარტიის სხვა ლიდერები 12 ქალ წევრს წარადგენენ.
მის: კვაჭანტირაძის 2 (ვაზისუბნის დასახლება ,90 -ე სკოლის წინ მდებარე სკვერი.)
საკონტაქტო: 577624445
15 აგვისტოს, 19:00 საათზე, მთაწმინდის პარკში ინდოეთის 74-ე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება. ღონისძიება იმართება არასამთავრობო ორგანიზაცია „კულტურული მრავალფეროვნება მშვიდობიანი მომავლისთვის“ დამფუძნებლის დარპან პრაშერის მიერ და მასზე დასწრება არის თავისუფალი.
საკონტაქტო: 599993662

























