ქობულეთში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა

ქობულეთში, ძლიერი წვიმის შედეგად, რუსთაველისა და ე.წ. ძველი საავადმყოფოს უბანში ხუთი საცხოვრებელი სახლი დაიტბორა. ასევე ნალექმა სადგურის მიმდებარედ, რამდენიმე ქუჩაზე პრობლემები შექმნა.
შეფერხდა საავტომობილო მოძრაობაც.
ქობულეთის მერიის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილებზე შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები არიან გასული და ზარალს სწავლობენ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის უწყებაში 15 შეტყობინებაა შესული.

























