პაატა იმნაძე - მეორე ტალღას დავარქმევთ თუ პირველნახევარს, მთავარია ის, რომ კორონა არის - ნიღაბი გავიკეთოთ, დისტანცია დავიცვათ და პრობლემა არ იქნება

სულ ტალღებზეა ხოლმე ლაპარაკი - პირველი, მეცხრე, მეცამეტე... ჩვენ პირველი ტალღაც ისეთი არ გვქონია, როგორიც უმრავლეს ქვეყნებს, ამიტომ რას დავარქმევთ, მეორეს დავარქმევთ, პირველნახევარს თუ ა.შ მთავარი არის ის, რომ კორონა არის, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა. იმნაძემ უპასუხა კითხვას, შეიძლება თუ არა ვთქვათ, რომ ვირუსის გავრცელების მეორე ტალღა დაიწყო. პაატა იმნაძის თქმით, „ნიღაბი გავიკეთოთ და დისტანცია დავიცვათ და პრობლემა არ იქნება“.

„კორონა გრძელდება. როგორც ხედავთ, გეოგრაფიით რასაც ვაცხადებ - თბილისი, სვანეთი, ყაზბეგი, ქობულეთი, კორონა არის ყველგან. ამიტომ ყველგან არის ერთადერთი თხოვნა, მოთხოვნა - წესის დაცვა, ნიღაბი დახურულ სივრცეში, დისტანციის დაცვა მაქსიმალურად, თუ არ შეგვიძლია ღია სივრცეში დისტანციის დაცვა, იქაც ნიღაბი და კორონა ასე თითო ოროლა მაინც იქნება, მაგრამ თუ ამას არ დავიცავთ, იქნება ბევრი და რას ნიშნავს ეს ბევრი? გადახედეთ სხვა ქვეყნების მედიას და ნახავთ რა იქნება,“- განაცხადა პაატა იმნაძემ.

იხილეთ ვიდეო:ამას მეორე ტალღას დავარქმევთ თუ პირველ ნახევარს, მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, კორონა გრძელდება - პაატა იმნაძე

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა