რომან გოცირიძე ეკატერინე ტიკარაძეს წერილით მიმართავს

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს წერილით მიმართავს, რომ სტაციონარული დაწესებულების სანებართვო პირობებში რეგულაციების ახალი პაკეტის ამოქმედების ვადა ორი წლით გააგრძელოს.

როგორც გოცირიძე აღნიშნავს, დადგენილებაში ასახული მოთხოვნების დაკმაყოფილებას პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური სირთულეებიდან გამომდინარე ყველა კლინიკა ვერ შეძლებს.

„როგორც ჩვენთვის ცნობილია, 2020 წლის 1-ელ ივლისამდე უნდა ამოქმედებულიყო სტაციონარული დაწესებულების სანებართვო პირობებში რეგულაციების ახალი პაკეტი (საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 მარტის №149 და 2019 წლის 16 აგვისტოს №394 დადგენილებები). ამ ნორმატიული აქტით განისაზღვრა ახალი პირობები, რომელიც ავალდებულებს სტაციონარული ტიპის დაწესებულებებს ახალ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანოს თავიანთი ინფრასტრუქტურა, მატერიალურ-ტექნიკური მხარე თუ ადამიანური რესურსები.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 მაისის N307 დადგენილების მიხედვით საქმიანობის შესაბამისობაში მოყვანის ვადა განისაზღვრა 2020 წლის 31 დეკემბრამდე.

როგორც ირკვევა, პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური სირთულეებიდან გამომდინარე, კლინიკების აბსოლუტური უმრავლესობა დადგენილ ვადაში ვერ შეძლებს მკაცრი მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

ფაქტობრივად, მხოლოდ ერთეულ კლინიკებს შეეძლებათ მისი შესრულება, რაც ხელს შეუშლის ჯანდაცვის სფეროში ჯანსაღ კონკურენციის განვითარებას და სისტემის გამართულ ფუნქციონირებას.

გთხოვთ, მოგვაწოდოთ ინფორმაცია, ხსენებული ცვლილებების შემჭიდროვებულ ვადებში განხორციელების დავალდებულება სამედიცინო დაწესებულებებისთვის რა ფაქტორებით არის გამოწვეული.

ასევე გვაცნობეთ, აპირებთ თუ არა ამ მოთხოვნების შესრულების ვადის გაგრძელებას“,- აცხადებს რომან გოცირიძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა