დუშეთში, წითელსოფელში კორონავირუსი დისტრიბუტორს დაუდასტურდა

წითელსოფელში კორონავირუსი დისტრიბუტორს დაუდასტურდა. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა, ზურაბ სეხნიაშვილმა განაცხადა, აღნიშნული პირის მამა მუნიციპალიტეტის თანამშრომელია, თუმცა მამა-შვილი სხვადასხვა ადგილზე ცხოვრობდნენ და მათ დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში ერთმანეთთან შეხება არ ჰქონიათ.

როგორც დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი განმარტავს, დისტრიბუტორის მამას კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა და პასუხი უარყოფითია. თუმცა, არსებული ინფორმაციით, ის ამჟამად კარანტინში იმყოფება.

“მამა ჩვენთან მუშაობდა, მაგრამ ერთმანეთთან შეხების წერტილი არ ჰქონიათ. ჩემი ინფორმაციით, მამა დუშეთში ცხოვრობდა და შვილი წითელსოფელში. მამას ე.წ. სწრაფი ტესტი ჩაუტარდა და პასუხი უარყოფითია, თუმცა, კარანტინშია. ვფიქრობთ, რომ ტესტის პასუხი ისევ უარყოფითი იქნება. თუმცა, არ მინდა, რომ მოვლენებს წინ გავუსწროთ. ჯერ არც კომენტარს ვაკეთებ. სრული ინფორმაცია როცა გვექნება, მერე მოგაწვდით“,-აცხადებს მერი.

ზურაბ სეხნიაშვილის განმარტებით, როგორც მერიაში, ასევე დუშეთის მუნიციპალიტეტში სიმშვიდეა და მოსახლეობაში არავითარი პანიკა არ შეინიშნება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს