შუახევში მამაკაცს თავს დაესხნენ, არსებული ინფორმაციით წაღებულია თანხა

შუახევის მუნიციპალიტეტში მამაკაცს თავს დაესხნენ. წაღებულია თანხა. "ინტრპრესნიუსის" ინფორმაციით, მამაკაცს დაახლოებით 7000 ათასი ლარი ჰქონდა, რომელსაც პენსიის სახით სოფლებში არიგებდა. შემთხვევის დროს ის სოფელ ჩანჩხალოდან სხეფის მიმართულებით გადაადგილდებოდა.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცს ორი ნიღბიანი პირი დაესხა თავს.

დაშავებული მამაკაცი შუახევის კლინიკაშია გადაყვანილი.

ექიმების ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

"მამაკაცს სხეულზე დაჟეჟილობები აქვს, დაზიანებები ძირითადად ბლაგვი საგნითაა მიყენებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, შესაძლოა, დღის ბოლოს კლინიკა დატოვოს. მამაკაცი კლინიკაში, დღეს 13:30 წუთზე შემოიყვანეს. მან თქვა, რომ ორი პირი თავს დაესხა, როდესაც პენსიას არიგებდა", - განაცხადეს შუახევის კლინიკაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო