ანტალიის მერს, მუჰითინ ბუჯეკს, კორონავირუსი დაუდასტურდა, - ამის შესახებ მერი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
მისივე თქმით, თავს კარგად გრძნობს, თუმცა კონტროლის მიზნით საავადმყოფოშია იზოლირებული.
„კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის პასუხი დადებითი იყო. თავს კარგად ვგრძნობ, მაგრამ კონტროლის მიზნით საავადმყოფოში იზოლირებული ვიმყოფები. გთხოვთ, დაიცვათ პირბადეების ტარების, ჰიგიენისა და სოციალური დისტანციის წესი", - წერს მერი „ტვიტერზე".
ცნობისათვის, Worldometers-ის მონაცემებით, პანდემიის გავრცელების დროიდან თურქეთში კორონავირუსის 249 309 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 5 974 ადამიანი გარდაიცვალა.