ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსი 5 ადამიანს დაუდასტურდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში PCR ტესტი ჩაუტარდა 927 პირს და კორონავირუსი 5 ადამიანს დაუდასტურდა. ერთი ადამიანი ქობულეთის მუნიციპალიტეტში ინფიცირებულ პაციენტთან კონტაქტში მყოფი პირია, სამი იმყოფებოდა კარანტინში, კიდევ ერთი პირი საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლია, რომელიც კლინიკაში „ცხელების ცენტრიდან“ გადაიყვანეს.
აჭარის ჯადაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა და რესპუბლიკური საავადმყოფოს კოვიდ ცენტრი დატოვა ექვსმა პაციენტმა. სტაციონარში მკუნალობას აგრძელებს 25 პაციენტი. ქობულეთის შემთხვევებიდან კარანტინში გადაყვანილია 60 პირი, თვითიზოლაციაში იმყოფება 27 მოქალაქე. დამატებით აღებულია 139 პირის ნიმუში, მათ შორის მიმდებარე კაფეების თანამშრომლების, პასუხები ცნობილი ხვალ დილით გახდება.
ამჟამად ჯამში აჭარაში კარანტინში იმყოფება 3014 პირი.

























