ფოთის საბავშვო ბაღებში დასაქმებულთა ხელფასები იზრდება

ახალი სააღმზრდელო წლიდან ქალაქ ფოთის საბავშვო ბაღებში დასაქმებული ყველა თანამშრომელი გაზრდილ ხელფასს მიიღებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფოთის მერიიდან აცნობს.

მათივე ცნობით, შრომითი ანაზღაურების ზრდა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების შესაბამისად, მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი ხახუბიას ჩართულობით და ფოთის მუნიციპალიტეტის მიერ საბიუჯეტო სახსრების მობილიზებით ხორციელდება.

„ფოთის ა(ა)იპ სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების 382 თანამშრომელი სექტემბრიდან 100 ლარით გაზრდილ ანაზღაურებას მიიღებს. მიმდინარე წელს აიპის სახელფასო ფონდი 160 ათასი ლარით გაიზარდა. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი მიმდინარე წელს 9 სკოლამდელ დაწესებულებაში სარემონტო სამუშაოებს ახორციელებს, რისთვისაც ადგილობრივ ბიუჯეტში 518 ათასი ლარია გათვალისწინებული. სამუშაოები ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა ქალაქში ორი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობაზე. 9 აპრილის ხეივანში, N-5 საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე, ახალი სკოლამდელი დაწესებულების მშენებლობას ლტოლვილთა დანიის საბჭო, ხოლო ბარათაშვილის ქუჩაზე ახალი ბაღის მშენებლობას მუნიციპალური განვითარების ფონდი დააფინანსებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო