გორში ქართლის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გორში ქართლის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 279 998 ლარია. ხელშეკრულების მიხედვით სამუშაოები ნოემბერში უნდა დასრულდეს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ გორის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, ქუჩის სიგრძე 299 მეტრია. გზის საფარი ამორტიზებული იყო, შეინიშნებოდა ორმოებიც, რაც გადადგილებისას პრობლემებს უქმნიდა როგორც მძღოლებს, ასევე ქვეითებს.
როგორც გორის მერის პირველმა მოადგილემ, ერასტი ელიჯარაშვილმა განაცხადა, სამუშაოების დასრულების შემდეგ ქუჩაზე გადაადგილება კომფორტული და უსაფრთხო იქნება.
„პროექტის მიხედვით, ტრანსპორტის სავალ ნაწილთან ერთად რეაბილიტირდება ტროტუარები, მიერთებები და ეზოებში შესასვლელები. მოეწყობა ბორდიურები და ჰორიზონტალური საგზაო ნიშნები“, - განაცხადა ერასტი ელიჯარაშვილმა.

























