შუახევში, სოფელ ზამლეთი-ხიხაძირის მიმართულებით 19 აგვისტოდან სატრანსპორტო მოძრაობა იზღუდება

შუახევში, სოფელ ზამლეთი-ხიხაძირის მიმართულებით 19 აგვისტოდან სატრანსპორტო მოძრაობა იზღუდება

შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზამლეთი-ხიხაძირის მიმართულებით 19 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით სატრანსპორტო მოძრაობა იზღუდება.

როგორც აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, აღნიშნულ მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები იგეგმება.

უწყების ცნობით, საჭიროების შემთხვევაში ადგილობრივ მოსახლეობას სამედიცინო მომსახურების მიზნით გადაადგილება არ შეეზღუდებათ.

"შუახევის მუნიციპალიტეტში, ზამლეთი-ხიხაძირის მიმართულებით საავტომობილო გზის კმ1+600-კმ4+800 მონაკვეთზე, რომელიც უკავშირდება ხულოს მუნიციპალიტეტის სხალთის ხეობას, 2020 წლის 19 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით გზის სავალ ნაწილზე დაგეგმილია ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები.

სამუშაო პროცესის გამო 9:00 საათიდან 21:00 საათამდე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.

საჭიროების შემთხვევაში ადგილობრივ მოსახლეობას სამედიცინო დახმარების მომსახურებით სარგებლობა არ შეეზღუდება", - აცხადებენ უწყებაში.