დავით ბაქრაძე და ხათუნა გოგორიშვილი, ბახმაროში, ფერისცვალების ტაძარში იმყოფებოდნენ

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე და გურიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ხათუნა გოგორიშვილი, ბახმაროში, ფერისცვალების ტაძარში იმყოფებოდნენ. მათ საქართველოს მოსახლეობას ფერისცვალების დღესასწაული მიულოცეს.

„მინდა მთელ საქართველოს მივულოცო დღევანდელი დღესასწაული და ვისურვო მშვიდობა, წინსვლა, წარმატება. ვისურვებ, რომ ჩვენ ქვეყანას მალე ეცვალოს ფერი უკეთესობისაკენ. მთელ საქართველოს, თითოეულ ოჯახს ვულოცავ დღევანდელ დღეს და უფლის ძალა, მადლი და მშვიდობა ყოფილიყოს ჩვენ ქვეყანაში”, -განაცხადა დავით ბაქრაძემ.

გურიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ხათუნა გოგორიშვილმა მოსახლეობას წარმატება უსურვა. „მინდა ბახმაროდან, ამ ულამაზესი ადგილიდან მივულოცო ყველას დღევანდელი დღე, ფერისცვალების ბრწყინვალე დღესასწაული და ვუსურვო, რომ ფერი ეცვალოს საქართველოს უკეთესობისან, კარგი ცხოვრებისაკენ, წარმატებისკენ და საქართველოს ყოველ მოქალაქეს ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ”,- განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.

ინფორმაციას „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა