მდგრადი განვითარების მიზნების გათვალისწინება კორონავირუსის შედეგად წარმოქმნილ კრიზისზე სტრატეგიული რეაგირების პროცესში და ამ ნაბიჯის მნიშვნელობა ჯანდაცვის, ეკონომიკური და ჰუმანიტარული გლობალური კრიზისის წარმატებით დაძლევისთვის

მიმდინარე წლის ივლისში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ გამოაქვეყნა წლიური ანგარიში 2020 წლის მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების შესახებ. აღნიშნული ანგარიში დაემთხვა პერიოდს, როდესაც კორონავირუსმა დიდი დარტყმა მიაყენა თითქმის ყველა 17 მიზნისა და 169 ამოცანის განხორციელებას, რომელთა მიღწევასაც საერთაშორისო საზოგადოება 2030 წლისთვის იმედოვნებდა. ანგარიშში ნათქვამია, რომ მოწყვლადი ჯგუფები, როგორებიცაა განვითარებადი ქვეყნები, ბავშვები, ქალები, მოხუცები, შეზღუდული შესაძლებლობების პირები, ღარიბები, იმიგრანტები, ლტოლვილები და სხვა დაზარალდნენ ყველაზე მეტად.

გარდა ამისა, მნიშვნელოვნად გაუარესდა ძირითადი მიზნების, სიღარიბისა და შიმშილის აღმოფხვრის, მაჩვენებლები და სავარაუდოდ 71 მილიონი ადამიანი შეუერთდება იმ ადამიანების რიცხვს, ვინც განიცდის ძლიერ შიმშილს. პანდემიის შედეგად გამოწვეული ფატალური შემთხვევების ძალიან მაღალი რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება იმ ადამიანების ხარჯზე, რომლებიც გარდაიცვლებიან შიმშილის, სამედიცინო გართულებების, ვაქცინის ხელმიუწვდომელობის და ცუდი სანიტარული პირობების გამო.

ამ რიცხვებთან ერთად სულისშემძვრელია ის ფაქტი, რომ დაახლოებით 1.6 მილიარდმა ადამიანმა, ანუ გლობალური სამუშაო ძალის ნახევარმა, დაკარგა შემოსავლის წყარო ან შეუმცირდათ სამუშაო და შემოსავალი. სკოლების დახურვამ დამატებით 1.6 მილიარდი მოსწავლე მოაცილა ჩვეულ საგანმანათლებლო გარემოს და დაახლოებით 370 მილიონი ვეღარ იღებს საკვებს სკოლებში. ძალადობა ქალების, ბავშვების და მოწყვლადი პირების წინააღმდეგ გაიზარდა ღარიბი და მოშიმშილე ადამიანების რიცხვის ზრდასთან ერთად.

საქართველოში, როგორც სხვაგან, მდგომარეობა შორს არის იდეალურისგან. როგორც ბატონმა კახი კახიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა და მდგრადი განვითარების მიზნების ეროვნული საბჭოს თავმჯდომარემ და ლუიზა ვინტონმა, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა ბრძანეს, მიუხედავად იმის რომ საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც მდგრადი განვითარების მიზნები რეალურად გადაიტანა და გაითვალისწინა ეროვნულ სტრატეგიებში და ამ მიზნების განხორციელების სტრუქტურის შექმნის დროს, მაინც ჯერ კიდევ არის მნიშვნელოვანი პრობლემები, რომლებიც ამუხრუჭებს პროგრესის ტემპს. კორონა ვირუსამდეც კი, გაეროს განვითარების პროგრამამ აღნიშნა (2009 წლის 8 მაისის პრესრელიზი), რომ ზოგი პრიორიტეტული სფერო უკეთ ფინანსდებოდა ვიდრე სხვები. მაგალითად, მშვიდობას (#16), განათლებასა (#4) და ინფრასტრუქტურას (#9) კარგი ბიუჯეტი აქვს მაშინ, როცა სიღარიბის დაძლევას (#1), გენდერულ თანასწორობას (#5) და გარემოს დაცვასა და კლიმატის ცვლილებას (#6, 12, 13, 14 and 15) მნიშვნელოვნად მცირე სახსრები აქვს გამოყოფილი.

სწორედ ზემოაღნიშნული შემაშფოთებელი მონაცემების გამო, ჩვენ გვჭირდება ყველა ძალღონის მობილიზება იმისათვის, რომ მოხდეს მდგრადი განვითარების მიზნების ინტეგრირება ყველა ჩვენს საქმიანობაში და ეკონომიკის გადარჩენისათვის გამიზნულ პაკეტსა თუ გეგმაში, რათა გავზარდოთ სიცოცხლისუნარიანობა და აღდგენის პოტენციალი. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ გლობალურ სამყაროში ვცხოვრობთ და ვინაიდან გაჩნდა კორონავირუსი, პრობლემები ერთი ქვეყნიდან და რეგიონიდან მეორეში ვრცელდება. შესაბამისად, ყველა და თითოეულ ჩვენგანზე, მთელ მსოფლიოზეა დამოკიდებული, უნდა გავერთიანდეთ მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებისათვის. დღეს, უფრო მეტად ვიდრე ოდესმე, ეს მიზნები ჩვენი კომპასია, რომლებიც გვიჩვენებს სწორ გზას და წარმოადგენს უდაბნოში კვამლის სვეტს დღისით და ცეცხლის ალს ღამის განმავლობაში. ეს მიზნები გახლავთ დროშა ბანაკის წინ იმ დაბნეულობაში, რომელიც შექმნა პანდემიამ და ეკონომიკურ-ჰუმანიტარულმა კრიზისმა, რომელიც მას მოჰყვა.

ყველა ქვეყანამ უნდა გაიაზროს, რით შეუძლია წვლილის შეტანა აღნიშნული მიზნების განხორციელებაში. ისრაელს შეუძლია დაეხმაროს საკუთარი გამოცდილებითა და ტექნოლოგიებით, რომელთა გამოყენებაც შეუძლია ბევრ ქვეყანას მსოფლიოში ისეთ სფეროებში, როგორებიცაა საზოგადოებრივი ჯანდაცვა, წყალმომარაგება, სოფლის მეურნეობა და განახლებადი ელექტროენერგია რათა განხორციელდეს დასახული მიზნები: სიღარიბისა და შიმშილის აღმოფხვრა, სურსათის უსაფრთხოება და ჯანსაღი საკვები, ენერგოუზრუნველყოფა და სასმელი წყლის გაწმენდა. ისრაელის მსოფლიოში სახელგანთქმულ ინოვაციებს რეალურად შეუძლია დახმარების გაწევა დასახული 17 მიზნის მიღწევაში.

ეს კარგად გამოჩნდა კორონავირუსის მეორე ტალღის დროს ისრაელში, როდესაც ქვეყანაში ახალი პროდუქტი, ვირუსის საწინააღმდეგო ნიღაბი - Virimask - შეიქმნა, რაც წარმოადგენს სახის ნიღაბს სასუნთქი გზების სრული დაცვით იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ავანგარდში იმყოფებიან. კომპანიის მიერ განხორციელებულმა ტესტებმა დაადასტურა, რომ ეს ნიღაბი უზრუნველყოფს 99%-იან დაცვას კორონა ვირუსის წინააღმდეგ. N95 ნიღაბთან შედარებით, რომელიც დღესდღეისობით გამოიყენება მედიცინის მუშაკების მიერ, იგი ატარებს ნაწილაკების მხოლოდ 5%-მდე რაოდენობას. ეს ნიღაბი, ასევე განსხვავებით N95 ნიღაბისგან, რომელიც იცავს მხოლოდ ცხვირისა და პირის ღრუს, იცავს თვალებს ჰერში მოტივტივე და შეწონილი ნაწილაკებისგან. გარდა ამისა, Virimask-ის ტარება კომფორტულია, რადგან ჰაერი მასში მოძრაობს თავისუფლად და მომხმარებლებს არ აწუხებთ თავის ტკივილი, სუნთქვის/ჰაერის უკმარისობა და გულისრევა.

ისრაელში, უდაბნოსთან მისი მდებარეობის და ქვეყნის დაარსებისა და არსებობის გარემოებებისა და იმის გამო, რომ ამ ქვეყანაში ინოვაცია, ინიციატივები და შემოქმედებითი მიდგომა ჭარბობს, გამოიკვეთა უამრავი გადაწყვეტილება, რომელთა გაზიარება შესაძლებელია მთელი მსოფლიოსთვის. ისრაელის მსოფლიოში ცნობილი სოფლის მეურნეობას მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია მსოფლიოს მოსახლეობის გამოკვების პრობლემის მოგვარებაში. მოსახლება მუდმივად იზრდება, ხოლო მისთვის საჭირო საკვების მარაგს საფრთხეს უქმნის კლიმატის ცვლილება, წყლის ნაკლებობა და გაუდაბნოება. მაგალითები მოიცავს ზუსტ (ადგილობრივი პირობების გათვალისწინება) სოფლის მეურნეობას, მრავალფეროვანი სახეობების შექმნას, რომლებიც უძლებს დაავადებებსა და გვალვას, სასმელად უვარგისი (მარილიანი) წყლის გამოყენებას და სხვა.

წყალი კიდევ ერთი სფეროა, რომელშიც ისრაელი გლობალური ლიდერია და თუ მივაღწევთ მისი გამოყენების ოპტიმიზაციას, ეს მოგვცემს ბევრი გლობალური პრობლემის მოგვარებისა და მსოფლიო ეკონომიკის წინსვლის შესაძლებლობას. ისრაელი სუპერ სახელმწიფოა ჩამდინარე წყლების გაწმენდის სფეროში. მისი ჩამდინარე წყლების 90% იწმინდება და გამოიყენება სოფლის მეურნეობაში.

წარმოიდგინეთ, რამდენი სასათბურე გაზის, გარემოს დაბინძურებისა და ბუნებრივი სისტემის განადგურების თავიდან აცილება იქნებოდა შესაძლებელი, ასეთივე მიდგომა რომ ჰქონდეს მსოფლიოს ყველა ქვეყანას.

ისრაელი, ასევე, ძალიან გამოცდილია განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიებში, რომელშიც შედის ენერგიის მიღება ზღვის ტალებიდან. Eco Power არის ისრაელის კომპანია, რომელიც ამჟამად ამუშავებს ამ ტექნოლოგიას და, რომელმაც მიიღო პრიზი გასული წლის კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე მადრიდში. გარდა ამისა, ისრაელის სხვა კომპანიები ლიდერობენ ენერგოეფექტიანობისა და ენერგიის შენახვის საკითხების გადაწყვეტაში, როგორიცაა ენერგიის შენახვა კომპრესირებული საჰაერო სისტემების გამოყენებით.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ისრაელში არის კომპანიები, რომლებიც პიონერები არიან ცხოველური პროტეინების შემცვლელების წარმოების სფეროში, როგორიცაა ხელოვნური ხორცის წარმოება ლაბორატორიებში; მცენარეული პროტეინების წარმოებაში, რომლებიც ძალიან მიმსგავსებულია საქონლის ან ქათმის ხორცთან ან პროტეინები, რომლებიც მიიღება ფერმენტაციის გზით. მესაქონლეობის სფეროს უზარმაზარი გავლენა კლიმატის კრიზისზე და, იმავდროულად, იმის გააზრება თუ რამდენად გააუარესებს უკვე არსებულ პრობლემას ხორცისა და ცხოველური საკვების მზარდი გამოყენება, გვიჩვენებს, რომ ასეთ განვითარებას უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვს მსოფლიოს ხარისხიანი პროტეინით უზრუნველყოფის საქმეში.

არსებობს ინოვაციების კიდევ სხვა წარმატებული სფეროები, როგორებიცაა აპლიკაციები, ხელოვნური ინტელექტი, მასალის გადამუშავება, ისეთი ინდუსტრიული მასალის დამზადება და გამოყენება, რომლებიც ნაკლებ ენერგიას ითხოვს წარმოების პროცესში.

ისრაელი და საქართველო უკვე მჭიდროდ თანამშრომლობენ რამდენიმე პრიორიტეტულ სფეროში როგორც კერძო, ისე სამთავრობო დონეზე (აქედან ბოლო ძირითადად გულისხმობს MASHAV-ს, ისრაელის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტო, რომელიც საქართველოში ფუნქციონირებს 1993 წლიდან). სურსათის უვნებლობა, სუფთა წყალი, საზოგადოებრივი ჯანდაცვა, განახლებადი ენერგია, ხარისხიანი განათლება, გენდერული თანასწორობა და ინოვაცია წარმოადგენს ისრაელ-საქართველის ორმხრივი თანამშრომლობის მთავარ სფეროებს. გასულ თვეში, მაგალითად, MASHAV-მა გურიის „შალომ კლუბთან“ ერთად შეიმუშავა ერთობლივი კონცეფცია, რაც გულისხმობს სოფლის სკოლების აღჭურვას ისრაელში წარმოებული წყლის გამწმენდი საშუალებებით. ამ კვირაში MASHAV-მა, საქართველოს Volunteer Hub-თან ერთად, გამოაცხადა კიდევ ერთი პროექტი - ქალები ტექნოლოგიებში. ამჟამად ვსწავლობთ და ვიკვლევთ სხვა შესაძლებლობებს და ინიციატივებს, რომლებიც პრიორიტეტად არის აღიარებული საქართველოს ეროვნულ სტრატეგიაში მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებისათვის.

მიზანი # 17 დღეისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. იგი ეხება თანამშრომლობას. ერთობლივი მუშაობისა და იმის გაცნობიერების გარეშე, რომ გამოწვევები გლობალურია და რომ კორონავირუსის დაძლევის გზა არის საერთაშორისო თანამშრომლობა, ჩვენ ვერ მივაღწევთ სათანადო წარმატებას და შესაძლოა ამ კრიზისსაც ვერ დავაღწიოთ თავი. როგორც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ანგარიშშია ნათქვამი, „სოლიდარობა და თანამშრომლობა აუცილებელია ჯანდაცვის, ეკონომიკური და ჰუმანიტარული კრიზისის მოგვარებისა და პრევენციის მიზნით. ამიტომ დღეს, გლობალური კრიზისის დროს, მნიშვნელოვანია, რომ კონცენტრირებულები ვიყოთ ამ მიზნების განხორციელებაზე და ყველა ღონე ვიხმაროთ ამისთვის. სწორედ ეს მიზნები წარმოადგენს უკეთესი და უფრო უსაფრთხო მსოფლიოს ჩვენეულ ხედვას“.

რან გიდორი

საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა