აჭარაში PCR ტესტი კიდევ 1235 პირს ჩაუტარდა, საიდანაც კორონავირუსი არცერთ მათგანს არ დაუდასტურდა

აჭარაში, გასული 24 საათის განმავლობაში, PCR ტესტი 1235 პირს ჩაუტარდა, - ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს.
როგორც უწყებაში ამბობენ, კორონავირუსი არცერთ მათგანს არ დაუდასტურდა.
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო კი კორონავირუსისგან განკურნებულმა კიდევ ორმა პირმა დატოვა. კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 25 პაციენტი მკურნალობს.
ბათუმის რესპუბლიკური საავდმყოფოს ექიმის, გია კიკაბიძის ინფორმაციით, 25 ინფიცირებულიდან 6 პაციენტს პნევმონიის მსუბუქი მიმდინარეობის აქვს, მათი მდგომარება სტაბილურია.

























