დავით ბაქრაძე ოზურგეთში მხარდამჭერებს  შეხვდა და მაჟორიტარობის კანდიდატი, ხათუნა გოგორიშვილი წარუდგინა

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი, დავით ბაქრაძე ოზურგეთში მხარდამჭერებს შეხვდა და მაჟორიტარობის კანდიდატი, ხათუნა გოგორიშვილი წარუდგინა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ევროპული საქართველოდან“ აცნობეს, მათ მოსახლეობას სიტყვით მიმართეს და გაზრდილ კრიმინალზე, ინფრასტრუქრტურულ პრობლემებზე, ნეპოტიზმსა და ცვლილებების აუცილებლობაზე ისაუბრეს. პარტიის თავმჯდომარემ მოსახლეობას „ევროპული საქართველოს“ კონკრეტული გეგმა გააცნო. დავით ბაქრაძის განცხადებით, უმუშევრობისგან, სიღარიბისგან, უპერსპექტივობისა და კრიმინალისგან თავის დაღწევის ერთადერთი გამოსავალი ოქტომბრის არჩევნებია და სწორედ ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, თუ როგორი ცხოვრება სურთ მომავალი 4 წლის განმავლობაში.

„ოზურგეთში და მთლიანად გურიაში, როგორც ყოველთვის, არის საბრძოლო განწყობა, როგორც ყოველთვის, მზადყოფნა არის ცვლილებებისთვის და ადამიანებს კარგად ესმით, რომ ოქტომბრის არჩევნები იქნება ის განმსაზღვრელი მომენტი, რომელმაც უნდა მოგვიტანოს განმსაზღვრელი ცვლილებები, თუ როგორი იქნება ჩვენი ქვეყანა ოთხი წლის განმავლობაში, როგორ იცხოვრებენ ჩვენი ოჯახები, როგორ ქუჩებში ივლიან ჩვენი შვილები. იქნება თუ არა ისევ უმუშევრობა, სიღარიბე, გაჭირვება, უიმედობა, რომელიც ბოლო წლებში მოიტანა „ქართულმა ოცნებამ“.

საზოგადოება მზად არის ცვლილებებისთვის. “ევროპული საქართველო“ მზად არის ბრძოლისთვის, ჩვენ გვაქვს კონკრეტული პროგრამა, როგორ მოვაგვაროთ პრობლემები, როგორ შევამციროთ უმუშევრობა, როგორ აღმოვფხვრათ კრიმინალი, როგორ ვებრძოლოთ სიღარიბეს და უიმედობას. ამიტომ დარწმუნებული ვარ, ხალხთან და მოსახლეობასთან ერთად, ოქტომბერში ჩვენ შევძლებთ გავიმარჯვოთ და ქვეყანა წავიყვანოთ წინ,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ხათუნა გოგორიშვილის განცხადებით, კორონავირუსის დროს გურია ძალიან დაზარალდა, ხოლო განვითარებისთვის განკუთვნილი თანხები რეალურად „ჩინოვნიკების ჯიბეში“ მიდის.

„აუცილებლად უნდა შეიცვალოს მათი მდგომარეობა. ყველაზე ხშირად რასაც მეუბნებიან, ეს არის წამალზე ფასების ზრდა. ძალიან დაზარალდა გურია კორონავირუსის დროს. შეუძლებელია მათთვის სამუშაო ადგილების შოვნა. ძირითადად გადიოდნენ საზღვარგარეთ და მუშაობდნენ. ინფრასტრუქტურა, წყალი, ეს ყველაფერი აწუხებთ, მაგრამ მთავარი პრობლემა არის ის, რომ ამ ყველაფერში გადაყრილი მილიონები მიდის ჩინოვნიკების ჯიბეში და ეს ყველაფერი უნდა დამთავრდეს და ნეპოტიზმი და ბიძაშვილ-მამიდაშვილობა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მთავრობას ახასიათებს, უნდა დასრულდეს 31 ოქტომბერს,“ - განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა