ანონსი  21 აგვისტო

21 აგვისტოს, 10:00 საათზე, იუსტიციის სამინისტროსთან „ლელოს" წევრები ანა ნაცვლიშვილი და გრიგოლ გეგელია იუსტიციის მინისტრს კითხვებით მიმართავენ ჰააგის სასამართლოში აგვისტოს ომთან დაკავშირებით გამოძიების თაობაზე.

მის: ორთაჭალა, გორგასლის 24 ა.

საკონტაქტო: 577624445

21 აგვისტოს, 10:30 საათზე, „ევროპული საქართველოს“ პარტიის ოფისში, სერგი კაპანაძის ბრიფინგი გაიმართება.

თემა: საერთაშორისო დამკვირვებლები.

21 აგვისტოს, 11:00 საათზე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაცვის უფროსი, თემურ ჯანაშია და მისი ადვოკატი ბექა ბასილაია „პირველი რადიოს" პრესკლუბში იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადების საპასუხოდ ბრიფინგს გამართავენ.

მის: კოსტავას 75ბ.

საკონტაქტო: 577 79 99 88 ან 593 15 35 03

21 აგვისტოს, 11:00 საათზე, სასტუმრო „სტამბაში“ (გარდენ ჰოლი), მთავრობა და გაერო-ს ბავშვთა ფონდი ერთობლივად წარადგენენ კვლევის შედეგებს საქართველოში სიღარიბეზე კორონავირუსის პანდემიის ზეგავლენის შესახებ.

პრეზენტაციაში მონაწილეობას მიიღებენ: გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში ღასან ხალილი, ეკონომიკურ საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ბექა ლილუაშვილი და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია.

21 აგვისტოს, 11:00 საათზე, „პრაიმტაიმის" პრესკლუბში რეჟისორი გოგა ხაინდრავა განცხადებას გააკეთებს.

თემა: ვინ ემსახურება რუსულ ინტერესებს

21 აგვისტოს, 11:00 საათზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ლევან ბეჟაშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.

მის: ჭიაურელის 13 (ფიქრის გორა)

21 აგვისტოს 12:00 საათზე, „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: მთავრობის მორიგი დაპირება ონკოლოგიურ პაციენტებთან დაკავშირებით

მის: ქეთევან წამებულის 47

საკონტაქტო: 555 602 634 ირაკლი გაბისონია

21 აგვისტოს, 12:00 საათზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი თელავში რთველის საკოორდინაციო შტაბს გახსნის.

მის: თელავი, სასტუმრო ,,ღვინის სასტუმრო თელავი“ (The Wine Hotel Telavi), ალაზნის ქ. 97.

საკონტაქტო: ციცია მამულაშვილი,599 24 83 82

21 აგვისტოს, 13:45 საათზე, თეთრიწყაროში, მმართველი პარტია მოსახლეობას ბოლნისი-დმანისი-თეთრიწყარო-წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, გოგი მეშველიანს წარუდგენს.

წარდგენას „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და პარტიის სხვა ლიდერები დაესწრებიან.

საკონტაქტო პირები: მიშა ფეიქრიშვილი - 599 45 05 65, ლელა გაბეჩავა - 599 22 74 41

21 აგვისტოს, 14:00 საათზე "ლელო საქართველოსთვის" ლიდერები ბრიფინგს გამართავენ.

თემა: ჯანდაცვის სამინისტროს სარჩელი ინფექციური საავადმყოფოს მიმართ.

მის: სადგურის მოედანი #2

საკონტაქტო: 57762445

21 აგვისტოს, 17:00 საათზე, მარნეულში, „ქართული ოცნება“ მარნეული-გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ზაურ დარგალს წარადგენს.

საკონტაქტო პირები: მიშა ფეიქრიშვილი - 599 45 05 65, ლელა გაბეჩავა - 599 22 74 41

21 აგვისტოს, 19:00 საათზე, „ქართული ოცნების“ ლიდერები მარნეული-გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, ზაურ დარგალს გარდაბნის მოსახლეობას წარუდგენს.

საკონტაქტო პირები: მიშა ფეიქრიშვილი - 599 45 05 65, ლელა გაბეჩავა - 599 22 74 41

21 აგვისტოს, 21:00 საათზე, გიორგი ვაშაძე „სტრატეგია აღმაშენებლის" გლდანის ოფისს გახსნის.

მის: ხიზანიშვილის 30

საკონტაქტო: ირაკლი გაბისონია - 555 602 634

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა