გიორგი ხოჯევანიშვილი საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ ახალგაზრდებს - თქვენ ხართ ის თაობა, რომელიც არასდროს შეეგუება ოკუპაციას

გორსა და კასპის მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ხოჯევანიშვილი შინდისში, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ სტუდენტებსა და ადგილობრივ ახალგაზრდებს შეხვდა.

როგორც ხოჯევანიშვილმა განაცხადა, საქართველოს ხელისუფლება ბევრს აკეთებს იმისთვის, რომ გატარდეს თანამედროვე რეფორმები და დაინერგოს ისეთი სტანდარტები, რომელიც ახალგაზრდებს მისცემს განათლებას, რომელიც მომავალში მათ დასაქმებას შეუწყობს ხელს.

„თქვენ ხართ ის თაობა, რომელიც არასდროს შეეგუება ოკუპაციას და ჩვენ ერთობლივად, ბევრი შრომით, რა თქმა უნდა, განათლებით და ქვეყნის უანგარო სიყვარულით აუცილებლად მოვახდენთ ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციასა და გამთლიანებას. რა თქმა უნდა, დღევანდელ ცივილურ სამყაროში განათლება არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ძლიერი იარაღი, რომელიც ჩვენს ხელშია და უნდა გამოვიყენოთ.

ჩვენი მთავრობის, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სწორედ განათლებაზე ზრუნვაა. განათლებაზე ზრუნვა იმისთვის, რომ თქვენი თაობის წარმომადგენლები იყოთ კონკურენტულები თქვენი ევროპელი თანატოლების. საქართველოს ხელისუფლება მართლაც ბევრს აკეთებს იმისთვის, რომ გატარდეს თანამედროვე რეფორმები, შეიქმნას თანამედროვე ინფრასტრუქტურა, დაინერგოს ისეთი სტანდარტები, რომელიც თქვენ მოგცემთ იმ განათლებას, რომელიც მომავალში თქვენს ღირსეულ დასაქმებას შეუწყობს ხელს. ქვეყანაში უნდა იყოს შესაძლებლობა, რესურსი იმისთვის, რომ მიიღოთ განათლება, მაგრამ თუ თქვენ გადაწყვეტთ უცხოეთში სწავლის გაგრძელებას, იქაც კარი ღია უნდა დაგხვდეთ.

მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი იყო და რჩება დღემდე ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილი ოჯახების მხარდაჭერა, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ახალგაზრდებისა და სტუდენტების მხარდაჭერა, რაც გამოიხატება იმაში, რომ სახელმწიფო აფინანსებს თქვენს სწავლას. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა თქვენ მიმართ“,- განაცხადა ხოჯევანიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო