ქობულეთში, ერთ-ერთი სასტუმროს მეპატრონეს კორონავირუსი დაუდგინდა

საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევიდან ერთი ქობულეთში გამოვლინდა. როგორც აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი რუსუდან შავიშვილი აცხადებს, ინფიცირებული მამაკაცი ქობულეთში ერთ-ერთი საოჯახო სასტუმროს მეპატრონეა, რომელის ინფიცირების წყარო ცნობილია.

რუსუდან შავიშვილის ინფორმაციით, აღნიშნულ მამაკაცთან კონტაქტში მყოფი 18 პირი საკარანტინო სივრცეში, ხოლო 3 თვითიზოლაციაშია გადაყვანილი.

"ეს ინფიცირებული პირი თბილისში დადასტურებულ შემთხვევასთან არის კავშირში. ამ დროისათვის 26 პაციენტი არის კლინიკაში, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, რამდენიმე პაციენტი მზადდება გაწერისათვის, რაც PCR ტესტის შედეგებზე არის დამოკიდებული. კაფე-ბარების თანამშრომლების გაფართოებული კვლევა იგეგმება, თუ რამდენად ცირკულირებს ვირუსი ჩვენს რეგიონში, ამისათვის სამი კარავია გაშლილი, ორი ბათუმში, ერთი კი ქობულეთში",- განაცხადა რუსუდან შავიშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს