ფანასკერტელის ქუჩაზე სკვერის რეაბილიტაცია განხორციელდა

საბურთალოს რაიონში, ფანასკერტელის ქუჩაზე არსებული სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, ინფრასტრუქტურული სამუშაოები 1 500 კვ.მ ფართობზე განხორციელდა.

პროექტის ფარგლებში, დამონტაჟდა LED სანათები, ფიტნეს ტრენაჟორები, საპარკე სკამები და კაუჩუკისსაფარიან მოედანზე სხვადასხვა ატრაქციონი განთავსდა. სკვერში ჩატარდა გამწვანების სამუშაოებიც.

რეაბილიტირებული სკვერი საბურთალოს რაიონის გამგებელმა, გაიოზ ვასაძემ დაათვალიერა.

„ფანასკერტელის ქუჩაზე კიდევ ერთი სკვერის კეთილმოწყობა დავასრულეთ. აქ გართობისა და დასვენებისთვის ყველა პირობაა შექმნილი. ვფიქრობ, ძალიან კარგი პროექტი გამოვიდა. დასასვენებელი სივრცეების მოწყობა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით მუშაობას აქტიურად განვაგრძობთ“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ.

სამუშაოები, რისთვისაც ბიუჯეტიდან 142 620 ლარი გამოიყო, საბურთალოს გამგეობის დაკვეთით, კომპანია „ტაომ“ განახორციელდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა