შალვა კერესელიძე - წილკან-წეროვანის დამაკავშირებელი გზა წლის ბოლომდე რეაბილიტირდება

მცხეთა-მთიანეთში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შალვა კერესელიძე დუშეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჟინვალის და სოფელ არანისის მოსახლეობას შეხვდა.

როგორც კანდიდატის პრესსამსახურიდან „ინტერპრესნიუსს“ აცნობეს, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში „ქართული ოცნების“დეპუტატობის კანდიდატმა ამომრჩეველს საკუთარი გეგმები გააცნო და პრობლემები მათგან პირადად მოისმინა.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დევნილთა დასახლებაშიც იმყოფებოდა, წილკანში და წეროვანში შალვა კერესელიძე იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა.

მოსახლეობამ შალვა კერესელიძეს წილკნის და წეროვანის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია სთხოვა. დეპუტატობის კანდიდატის განცხადებით, აღნიშნული პრობლემა ორი სოფლის მოსახლეობას წლის ბოლომდე მოუგვარდება.

„წეროვანში და წილკანში სახელმწიფოს მხრიდან გასულ და მიმდინარე წელსაც მსხვილი პროექტები განხორციელდა, მოწესრიგდა სანიაღვრე არხები, მოეწყო სკვერები, აშენდა საბავშვო ბაღები, გზებს ჩაუტარდა რეაბილიტაცია. შეხვედრების დროს მოსახლეობა დადებითად არის განწყობილი. ისინი სახელმწიფოსგან მხარდაჭერას გრძნობენ,“-განაცხადა შალვა კერესელიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა