თემურ ჯანაშიას ადვოკატი მინსკში საქართველოს ელჩის გამგზავრებას ეხმაურება და სახელმწიფოს შერჩევით სამართალში ადანაშაულებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაცვის უფროსის, თემურ ჯანაშიას ადვოკატი, ბექა ბასილაია ბელარუსის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის მინსკში სპეციალური რეისით გამგზავრებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის მიმართ შერჩევითი სისხლის სამართლებრივი დევნა მიმდინარეობს.

როგორც ადვოკატმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, „პიჯაკების საქმეზე“ თემურ ჯანაშიას მიმართ წარდგენილი ბრალდების ერთ-ერთი ეპიზოდი შეეხება 2012 წლის სექტემბერში სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით იმჟამინდელი თანამდებობის პირის რეიკიავიკიდან თბილისში გადმოფრენას, თუმცა, მისი თქმით, ელჩთან დაკავშირებით, პროკურატურას კითხვის ნიშნები არ გაუჩნდა.

„,მოგეხსენებათ, მასობრივი ინფორმაციიის საშუალებით გავრცელდა ცნობები იმის შესახებ, რომ 2020 წლის 16 აგვისტოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით შესრუდა სპეცრეისი თბილისი-მინსკი, რომლის მიზანსაც შეადგენდა საქართველოდან ბელარუსში საქართველოს ელჩის ჩაყვანა ბელარუსის რესპუბლიკაში. ამასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რომ ხარჯი სრულად გაიღო სახელმწიფო ბიუჯეტმა და ეს სპეცრეისი ემსახურებოდა ერთი ადამიანს, ერთი თანმდებობის პირის გადაყვანას. ერთი შეხედვით არაორდინალური არაფერია და მათაც განმარტეს, რომ როდესაც სახელმწიფოს აქვს გარკვეული საჭიროება, სახელმწიფო თავის რესურსებს და სახსრებს იყენებს. მაგრამ, აქ ჩნდება ერთი კითხვა, მოგეხსენებათ, „პიჯაკების საქმეზე“ თემურ ჯანაშიას აქვს ბრალდება წარდგენილი და ბრალდების ერთ-ერთი ეპიზოდი შეეხება 2012 წლის სექტემბერში სახელმწიფო ბიჯეტის სახსრებით ასევე ერთი თანამდებობის პირის რეიკიავიკიდან თბილისში გადმოფრენას. ეს პროკურატურას აქვს თითზე დახვეული, საუბარია გიორგი ტუღუშზე, რომელიც ამ დროს სახალხო დამცველი, ოფიციალური პირი იყო და ამ ხარჯის გაღებას პროკურატურა თემურაზ ჯანაშიას ბრალდების სახით ედავება. ჩვენ ვსვამთ კითხვას, რა განსხვავებაა სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების ხარჯვასთან დაკავშირებით გიორგი ტუღუში იქნება თუ საგარეო უწყების სხვა თანამშრომელი? არავითარი განსხვავება არ არის. განსხვავება არის მხოლოდ ერთადერთი. თეიმურაზ ჯანაშიას მიმართ მიმდინარეობს პოლიტიკურად მოტივირებული შერჩევითი მართლმჯსაჯულება და პროკურატურის მიზანს წრმოადგენს მისი დევნა, ამიტომ თითიდან გამოწოვილი ბრალდებებით, სრულიად დაუსაბუთებლად ხდება ბრალდების წარდგენა. ხოლო მეორე შემთხვევაში, რადგანაც ეს ეხება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, მათ წარმომადგენლებს, პროკურატურას კითხვის ნიშნები არ უჩნდება“, - აცხადებს ბასილაია.

ის გენერალურ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს მოუწოდებს, შეწყდეს თემურ ჯანაშიას მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლებრივი დევნა.

„მოვუწოდებთ საქართველოს გენერალურ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს, რომელიც ძალიან კარგად იცნობს თეიმურაზ ჯანაშიას საქმეს, შეწყვიტოს თემურ ჯანაშიას მიმართ მიმდინარე შერჩევითი სისხლის სამართლებრივი დევნა. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ისევ მიიჩნევს, რომ ჯანაშიას მიმართ მიმდინარე დევნას აქვს სამართლებრივი საფუძველი, ის ვალდებულია, მისმა უწყებამ დაიწყოს გამოძიება ბელარუსში საქართველოს ელჩის სპეციალური რეისით გადაფრენის ხარჯების კანონიერებასთან დაკავშირებით“, - აცხადებს ბასილაია.

ადვოკატის თქმით, მათ ირაკლი შოთაძის სახელზე უკვე მომზადებული აქვს განცხადება, რომელსაც მომდევნო კვირის დასაწყისში შეიტანენ.

ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბელარუსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ვალერი კვარაცხელია 6 აგვისტოდან იმყოფებოდა საქართველოში და ბოლო დღეებში ბელარუსში განვითარებული მოვლენების გამო საჭირო გახდა მისი მყისიერი დაბრუნება მინსკში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს