„ევროპულმა საქართველომ“ შუახევის მოსახლეობას პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი ტარიელ ნაკაიძე წარუდგინა

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე შუახევის მოსახლეობას შეხვდა და ადგილობრივებს ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი ტარიელ ნაკაიძე წარუდგინა.

დავით ბაქრაძემ და ტარიელ ნაკაიძემ იმ პრობლემებზე ისაუბრეს, რაც დღეს ყველაზე მეტად აწუხებს მოსახლეობას.

დავით ბაქრაძემ ხაზი გაუსვა მოსახლეობის სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებს. მისი თქმით, მოსახლეობა ვერ ახერხებს თურქეთში სამუშაოდ გადასვლას, რის გამოც კიდევ უფრო უარსედება მათი ეკონომიკური მდგომარეობა.

„შუახევშიც და მთელ აჭარაშიც ადამიანების დასაქმებისა და შემოსავლის შოვნის მთავარი საშუალება იყო სეზონურ სამუშაოებზე თურქეთში წასვლა. ეს პერსპექტივა ახლა ადამიანებს დაეკეტათ, გასაგებია და ყველას გვესმის, რომ უნდა ვიყოთ ფრთხილად პანდემიასთან დაკავშირებით, მაგრამ სრულიად გაუგებარია მთავრობის მხრიდან ცნობისა და საბუთის მოთხოვნა. თუ არის პანდემია და არ შეიძლება ადამიანების წასვლა, არ შეიძლება არც ცნობით და არც მის გარეშე. ცნობა ვერ აჩერებს გრიპს, ამიტომ პრობლემა არის არა გრიპში, არამედ მთავრობის დამოკიდებულებაში საკუთარი ხალხის მიმართ, რომელიც აბსოლუტურად ბიუროკრატიულად, საბუთებზე და ცნობებზე დაყრდნობით, ადამიანებს აკარგვინებს შემოსავლის ერთადერთ საშუალებას. ამიტომ, თუ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია არის მძიმე, მაშინ უნდა ჩაიკეტოს მთლიანად, მაგრამ თუ შესაძლებელია, რომ თურქი დამსაქმებლის ცნობით ადამიანი წავიდეს და ესე იგი, გრიპი არ არის საშიში. მაშინ ამის საშუალება უნდა მიეცეს ყველას და მთავრობამ არ უნდა დაუმძიმოს ხალხს ისედაც მძიმე ეკონომიკური ვითარება. ასეთი საკითხები ბევრია დაგროვილი, ეს ყველაფერი აწუხებთ ადამიანებს, ურტყამს მათი ოჯახების კეთილდღეობას. უმუშევრობა, სიღარიბე, გაჭირვება, უპერსპექტივობა არის ის მთავარი პრობლემები, რომლის მოგვარებასაც ელოდება ხალხი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მაჟორიტარობის კნდიდატის ტარიელ ნაკაიძის განაცხადებით, მთავარია ის, რომ „ევროპული საქართველო“ მოსახლეობას სთავაზობს განსხვავებულ ხედვას

პოლიტიკაში, სოციალური და ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას და წარმომადგენლობითი ორგანოების აქტიურ ჩართვას ყოველდღიურ ცხოვრებაში.

„ჩემი წინამორბედი დეპუტატები არასდროს გამოსულან პარლამენტში და არ უთქვამთ თუ რა პრობლემების წინაშე იდგა ეს მოსახლეობა.ზოგადად ამ ხეობას და აჭარას აკლია პოლიტიკური ლიდერი. ვფიქრობ, რომ პირველი რასაც ვთავაზობთ მოსახლეობას არის ის, რომ მათ პრობლემებს გავიტანთ პარლამენტში. საგულისხმოა აჭარაში გადმოსახლებული ეკომიგრანტების პრობლემა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ შევეცდებით, რომ მათი პრობლემებითაც დავკავდეთ“ , - განაცხადა ტარიელ ნაკაიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა