შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში ბრალდებული არასრულწლოვნების პროცესი გადაიდო

მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში ბრალდებული არასრულწლოვნების პროცესი გადაიდო. პროცესის გადადების მიზეზი ერთ-ერთი არასრულწლოვნის, ზ.ხ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება გახდა. მანამდე სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა არასრულწლოვნის ადვოკატმა გიორგი გელხაურმა.

ამასთან, კიდევ ერთი არასრულწლოვნის ნ.ც.-ს ადვოკატის არჩილ ბერიანიძის განცხადებით, დღევანდელ პროცესზე ვერცერთი მოწმის დაკითხვა ვერ მოხერხდა და შემდეგი სხდომა 26 აგვისტოს, 14:00 საათზე გაიმართება.

„არასრულწლოვანი ზ.ხ არის შეუძლოდ, რის გამოც მან ფიზიკურად ვერ მოახერხა სასამართლო პროცესზე დასწრება. დღევანდელი სხდომა გადაიდო და ვერ მოხერხდა ვერცერთი მოწმის დაკითხვა. პროცესი 26 აგვისტოს, 14.00 საათზე გაგრძელდება”, - განაცხადა არჩილ ბერიანიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა