თელავში რთველი 2020-ის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა თელავში, რთველი 2020-ის საკოორდინაციო შტაბი გახსნა. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, წლევანდელი რთველი ორიენტირებულია მევენახე ფერმერების ინტერესების დაცვაზე და მათი შრომის დაფასებაზე.

„მოსავლის ზრდასთან ერთად, გამოწვევები დარგში იზრდება, დასაბინავებელია 300 ათასამდე ტონა ყურძენი. რთველი 2020 იქნება წარმატებული, რადგან სახელმწიფომ ამის ყველანაირი წინაპირობა შექმნა. კორონავირუსის პანდემიამ ღვინის ინდუსტრია ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა. აღნიშნულის გათვალისწინებით, მთავრობამ ბიუჯეტიდან რთველის სუბსიდირება გადაწყვიტა. ჩვენ ფერმერებს დავეხმარებით სუბსიდიით, ვინაიდან, სხვა შემთხვევაში, ყურძნის ფასი იქნება მინიმალური. ორგანიზებული გვაქვს ყველა ღონისძიება, რომ მევენახეებმა შეფერხებების გარეშე შეძლონ მოსავლის დაბინავება“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრის განცხადებით, რთველისთვის მზადება ღვინის მწარმოებელ კომპანიებთან ერთად მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. შეღავათიანი აგროკრედიტის საშუალებით, ყველა საწარმოს მიეცა მოდერნიზაციის შესაძლებლობა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ რთველის საორგანიზაციო და ტექნიკურ საკითხებზე ისაუბრა. მთავრობის გადაწყვეტილებით, სუბსიდიას მიიღებს მხოლოდ ის ღვინის კომპანია, რომელიც 2020 წლის რთველის განმავლობაში შეისყიდის და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 1000 ტონა რქაწითელის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს. ამასთან, შესყიდული 1 კგ ყურძნის სანაცვლოდ ყურძნის ჩამბარებელს გადაუხდის არანაკლებ 0,80 ლარს. კახეთის რეგიონში მევენახის მიერ მოწეული 1 კგ ყურძნის შესყიდვის სანაცვლოდ, ღვინის კომპანიებზე სუბსიდია გაიცემა: 1 კგ რქაწითელისათვის - 0,30 ლარი; 1 კგ კახური მწვანისთვის - 0,30 ლარი;

მათივე ინფორმაციით, ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შიოშვილი და ღვინის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ.

იხილეთ ვიდეო:თელავში რთველი 2020-ის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს