კახა კალაძე - ჩვენ გავისტუმრეთ ხელისუფლება, რომელიც ყველაფერს აკეთებდა, რომ სიტყვის თავისუფლება შეეზღუდა

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, ხელისუფლების მიერ წარმოებული სწორი პოლიტიკის შედეგად ქვეყანა განვითარების სწორ გზაზე დგას. როგორც მან თეთრიწყაროში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენისას აღნიშნა, დღეს ბევრ ადამიანს სჭირდება სახელმწიფოს მხარდაჭერა და თანადგომა.

„სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში გატარდა ძირეული რეფორმები ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, მეწარმეობის მხარდაჭერის და პრაქტიკულად, ყველა მნიშვნელოვანი მიმართულებით. ამ რეფორმებმა უამრავი სიცოცხლე გადაარჩინა, უამრავ ადამიანს შეუწყო ხელი, მიეღო შემოსავალი. უამრავ ადამიანს მიეცა დასაქმების შესაძლებლობა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლების მიერ წარმოებული სწორი პოლიტიკის შედეგად დღეს ქვეყანა განვითარების სწორ რელსებზე დგას. კარგად გვესმის, რომ ეს არ არის საკმარისი. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ბევრი პრობლემა გვაქვს, რომელსაც გამოსწორება სჭირდება. ჯერ კიდევ ბევრ ადამიანს არ აქვს ღირსეული შემოსავალი და სახელმწიფოს მხარდაჭერასა და თანადგომას საჭიროებს. ჩვენ ვალდებულები ვართ, თითოეულ მოქალაქეს მხარში ამოვუდგეთ, თითოეული ადამიანისა და ოჯახის პრობლემა გავიზიაროთ და ყველაფერი გავაკეთოთ ამ ადამიანების მხარდასაჭერად“,-განაცხადა კალაძემ.

მან 2012 წლის არჩევნები გაიხსენა და აღნიშნა, რომ ყოფილი ხელისუფლება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავდა.

„მაშინ, როდესაც ძალიან დიდი შიში და ზეწოლა იყო, ჩვენ ყველამ ერთიანი ძალისხმევით მშვიდობიანი არჩევნების გზით, როგორც ეს ნორმალურ, განვითარებულ ევროპულ ქვეყნებში ხდება, გავისტუმრეთ ხელისუფლება, რომელიც ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ შეეზღუდა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, უნდა ვიმუშავოთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა რაც შეიძლება სწრაფად განვითარდეს ეკონომიკურად, რომ ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ კეთილდღეობა იგრძნოს“,-განაცხადა კალაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა