არჩილ თალაკვაძე - საარჩევნო სიებზე კონსულტაციები აგვისტოში დასრულდება და ვგეგმავთ სექტემბერში წარვადგინოთ სია, სადაც იქნებიან გუნდის გამოცდილი წევრები და ახალი თანაგუნდელები

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი ჩართულია „ქართული ოცნების“ მუშაობაში, მათ შორის საარჩევნო კამპანიის დაგეგმვასა და განხორციელებაში.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ საარჩევნო სიის წარდგენას სექტემბერში გეგმავს.

„საარჩევნო სიებთან დაკავშირებით მიმდინარე კონსულტაციები აგვისტოში დასრულდება და ვგეგმავთ სექტემბერში წარვადგინოთ სია, სადაც იქნებიან ჩვენი გუნდის გამოცდილი წევრები და ასევე იქნებიან ახალი თანაგუნდელებიც, რომლებიც მეტ ენერგიას შემოიტანენ გუნდში. მინდა გითხრათ, რომ წარმოდგენილი იქნებიან ქალი პოლიტიკოსები, ვინაიდან ჩვენ მივიღეთ მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილება ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის მხარდასაჭერად“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ყველა ლიდერი აქტიურად მონაწილეობს საარჩევნო კამპანიაში.

„კამპანიას ძალიან აქტიურად ვატარებთ. პრაქტიკულად ყველა ლიდერი, რომელიც მონაწილეობს საარჩევნო კამპანიაში არის რეგიონებში. ჩვენ ვხვდებით ხალხს, ვხვდებით საზოგადოებას და რასაკვირველია, ჩვენ ხალხთან მივიტანთ იმ გეგმებს რისთვისაც ჩვენი მხარდამჭერები ფიქრობენ რომ დაგვიჭერენ მხარს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა