„ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაცია სავალდებულო კარანტინის გაუქმებას მოითხოვს

ევროპის ქვეყნებში სავალდებულო კარანტინი არ არსებობს, ინფექციის შემთხვევები კი ჩვენ ქვეყანაში შედარებით ნაკლებია - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის წევრმა ლევან ანთაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

ლევან ანთაძე იძულებით კარანტინის გაუქმებას მოითხოვს და ამბობს, რომ ხელისუფლება კოვიდინფექციას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს.

"ევროპის ქვეყნებთან შედარებით ჩვენთან ინფექციის შემთხვევები შედარებით ნაკლებია. საქართველოში დღეის მდგომარეობით 7 ათასამდე მოქალაქე იმყოფება კარანტინში და დღეში სახელმწიფო 414 ათას ლარს ხარჯავს. სახეზეა, როგორ იყენებს პოლიტიკური მიზნებისთვის ხელისუფლება პანდემიას და თითქოს მზრუნველი მამის როლში ევლინება ჩვენს მოქალაქეებს, რეალურად კი ციხეში ამყოფებს საქართველოს მოქალაქეებს და ანგრევს ეკონომიკას. გაუქმდეს უაზრო სავალდებულო კარანტინი და ისევე, როგორც ევროპის ქვეყნებში უსაფრთხოების წესების მაქსიმალური დაცვით საქართველოს მოქალაქეებს მიეცეთ თვითიზოლაციის შესაძლებლობა; მოვუწოდებთ ხელისუფლებას გახსნას საზღვრები „მწვანე ქვეყნებთან“ უსაფრთხოების მაქსიმალური წესების დაცვით, როგორც აკეთებს ბალტიისპირეთის ქვეყნები და სხვა ევროპული ქვეყნები, რათა ბოლომდე არ ჩამოიშალოს ეკონომიკა და არ გაკოტრდეს ტურიზმის სექტორი; მოვუწოდებთ არასამთავრობო და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს შეფასება მიეცეს ხელისუფლების მიერ პანდემიის პოლიტიკური მიზნით გამოყენების ფაქტს“, - განაცხადა ლევან ანთაძემ.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს