გოჩა ენუქიძე - ამინდის დასტაბილურებასთან ერთად ლენტეხის მუნიციპალიტეტში დაიწყება სწრაფი და კოორდინირებული მუშაობა ეფექტიანი შედეგების მისაღებად

ლენტეხის მუნიციპალიტეტი სტიქიას ებრძვის. რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის განცხადებით, წვიმის სახით მოსულმა ნალექმა, სოფლები - დურაში, ტვიბი, ესიერი და მუწდი გარესამყაროს მოწყვიტა. წაღებულია საავტომობილო და საფეხმავლო გზები. დაზიანებულია სამი ხიდი - მუწდის ხიდი მდინარე მუხრაზე, დურაშის ხიდი მდინარე ჩოლშურაზე და ესიერის ხიდი მდინარე ჩოლშურზე.

სოფელ საყდარში მდინარე ჩოლშურა გადმოვიდა გზის სავალ ნაწილზე და გარესამყაროს მოწყვიტა ჩიხარეშის, ჟახუნდერის და ჩოლურის თემები. გოჩა ენუქიძე, რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელთან, გიორგი მაქარაშვილთან და ლენტეხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, დილიდან სტიქიის ზონაში იმყოფება, თუმცა ამ დრომდე ძლიერად წვიმს, რაც სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების დაწყებას აფერხებს.

დეპუტატის განცხადებით, გარესამყაროს მოწყვეტილი სოფლების მოსახლეობასთან ამ ეტაპზე მხოლოდ სატელეფონო კავშირია. გამოდარებასთან ერთად დაიწყება სწრაფი და კოორდინირებული მუშაობა ეფექტიანი შედეგების მისაღებად.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა