ლენტეხის მუნიციპალიტეტში შესაძლოა ადგილობრივების ევაკუაცია გახდეს საჭირო

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის ბადრი ლიპარტელიანის ინფორმაციით, გარესამყაროს მოწყვეტილ მოსახლეობასთან სატელეფონო კომუნიკაცია აქვთ და საჭიროების შემთხვევაში მათ საკვებს და მედიკამენტებს მიაწვდიან.

ლენტეხის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად გარესამყაროს ხუთი სოფელია მოწყვეტილი. სოფლებთან: დურაში, ესიერი, საყდარი, მუწდი და ტვიბი დამაკავშირებელი ხიდები ადიდებულმა მდინარეებმა - მუხრამ და ჩოლშურამ წაიღო.

მუნიციპალიტეტის მერის ბადრი ლიპარტელიანის ინფორმაციით, თუ წვიმა გაგრძელდა, არ არის გამორიცხული რამდენიმე ადგილობრივის გაყვანა გახდეს საჭირო.

სტიქიის ზონაში იმყოფებიან მხარის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი და მაჟორიტარი დეპუტატი. ისინი არსებულ მდგომარეობას ადგილზე ეცნობიან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა