“ქართული ოცნების“ ლიდერებმა სოფელ საღრაშენის ახლად აშენებული საჯარო სკოლა დაათვალიერეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროს და წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გოგი მეშველიანი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ საღრაშენში იმყოფებოდნენ, სადაც ახლად აშენებული საჯარო სკოლა დაათვალიერეს.

სოფელ საღრაშენში 60 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის მშენებლობა 2019 წელს დაიწყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარტია „ქართული ოცნებიდან“ აცნობეს, ახალი სკოლის მშენებლობა 1 მლნ ლარით დაფინანსდა.

სკოლა, რომელიც თანამედროვე სტანდარტების დაცვით აშენდა, მოიცავს 8 საკლასო ოთახს, ლაბორატორიას, ბიბლიოთეკას, კომპიუტერულ ოთახს, სასადილო ოთახს და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის. ასევე კეთილმოეწყობა სკოლის გარე ტერიტორია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა