გიორგი გახარია - უნდა ვიზრუნოთ განათლების სისტემის რეფორმირებაზე, რომ საქართველოს ყველა მოქალაქემ იცოდეს ქართული

უნდა ვიზრუნოთ განათლების სისტემის რეფორმირებაზე იმისთვის, რომ საქართველოს ყველა მოქალაქემ იცოდეს ქართული, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მარნეულში, მარნეული-გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ზაურ დარგალის წარდგენისას განაცხადა.

გარდა ამ საკითხისა, გიორგი გახარიას განცხადებით, მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების შედეგად მარნეულში 24-საათიანი წყალმომარაგება იქნება.

„მარნეული ძლიერი რეგიონია, მაგრამ ინფრასტრუქტურულად ბევრია გასაკეთებელი. დღეს ჩვენ ვნახეთ წყალმომარაგების და წყალანირების სისტემა, რომელზე მუშაობაც დაიწყო.

ისევე როგორც ბოლნისს, მარნეულს და მის გარშემო სოფლებს სამუდამოდ ექნება 24- საათიანი წყალმომარაგება. ბიუჯეტიდან ეს 200 მლნ ლარი დაჯდება.

რა თქმა უნდა, სარწყავი წყალი პრობლემაა მთელ ქვეყანაში და აქ, მარნეულშიც.

ბევრი რამე კეთდება, მაგრამ ჩვენ არ ვამბობთ, რომ ეს საკმარისია. ხვალინდელი დღე უნდა გავხადოთ კიდევ უფრო უკეთესი, ვიდრე დღევანდელი დღე.

უნდა ვიზრუნოთ განათლების სისტემის რეფორმირებაზეც იმისთვის, რომ საქართველოს ყველა მოქალაქემ იცოდეს ქართული, შეეძლოთ საქართველოში მიიღონ განათლება, შემდეგ კი სახელმწიფო სტრუქტურებში მათი კარიერის გზა ხსნილი იყოს. ეს არის ის, რაც ყველამ უნდა გავაკეთოთ“, - განაცხადა პრემიერმა და დასძინა, რომ მარნეულში დღეს 8 სკოლის რეკონსტრუქცია ხდება, შენდება 3 ახალი სკოლა.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ