„ქართული ოცნების" ლიდერები მარნეულში, წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის პროცესს გაეცნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, „ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ და მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზაურ დარგალმა მარნეულში, წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის პროცესი დაათვალიერეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარტია „ქართული ოცნებიდან“ აცნობეს, მარნეულის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების, ასევე თანამედროვე სტანდარტების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას, აზიის განვითარების ბანკი(ADB) აფინანსებს.

მშენებლობა მომავალ წელს დასრულდება, თუმცა, მიმდინარე წლის შემოდგომიდან, ეტაპობრივად, იგეგმება მოსახლეობის ნაწილის ახალ სისტემაზე გადართვა.

მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე შენდება სატუმბი სადგურები და რეზერვუარები, ეწყობა მაგისტრალური მილი და შიდა ქსელები, ახალი საკანალიზაციო კოლექტორი.

პროექტის დასრულების შემდეგ, მარნეულისა და მუნიციპალიტეტის 5 სოფლის - წერეთელის, საიმერლოს, ყიზილაჯლოს, დიდი და პატარა ბეგლარის მცხოვრები ჯამში 31 700-მდე ადამიანი, სტაბილური, ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი. რაც შეეხება წყალარინების სისტემას, კანალიზაციის გამართული ინფრასტრუქტურა 36 ათასზე მეტ ადამიანზეა გათვლილი.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია