ენზელ მკოიანი ძმის მანქანასთან მომხდარ აფეთქებას მის მიმართ მუქარას უკავშირებს

„ქართული ოცნების“ ნინოწმინდა-ახალქალაქის მაჟორიტარი, ენზელ მკოიანი ძმის მანქანასთან მომხდარ აფეთქებას მის მიმართ მუქარას უკავშირებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მკოიანმა განუცხადა, ემუქრებოდნენ, რომ თუ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებდა, მის ახლობელს მოკლავდნენ.

„მემუქრებოდნენ, რომ ჩემს ახლობლებს მოკლავდნენ. მეუბნებოდნენ, რომ სახლიდან არ გამოვსულიყავი და არჩევნებში არ მიმეღო მონაწილეობა. კიდევ მეორედ დამირეკეს და ფული მომთხოვეს. რასაც ისინი ტელეფონით მემუქრებოდნენ, დღეს განახორციელეს“,- განაცხადა მკოიანმა.

დეპუტატის თქმით, აფეთქებისას მისი ძმის მანქანა გაჩერებული იყო და ასაფეთქებელი მოწყობილობა 2 მეტრის დაშორებით მდგარ ხესთან იყო დამონტაჟებული.

„ჩემს ძმას აქვს პატარა ჰიდროელექტროსადგური. იქ რაღაცის შეასამოწმებლად მივიდა, უკან როდესაც ბრუნდებოდა, ხესთან დამონტაჟებული იყო ბომბი. მანქანა იყო გაჩერებული 2 მეტრის დაშორებით. აფეთქების შედეგად ხეც ადგილიდან მოწყდა. აფეთქებიდან სამი კილომეტრის მანძილზეც ისმოდა ხმა. ჩემს ძმას აქვს კანტუზია და ერთ ყურში სმენა დაკარგა. ახლა ახალქალაქის საავადმყოფოშია გადაყვანილი“,- აცხადებს ენზელ მკოიანი.

ცნობისთვის, შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე მუხლით რაც აფეთქებას გულისხმობს.

იხილეთ ვიდეო:“აქვს კანტუზია და ერთ ყურში სმენა დაკარგა“- ენზელ მკოიანის ძმის მანქანაა აფეთქეს, დეპუტატს კი სიკვდილით ემუქრებიან

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო