ქობულეთში „არტ-ფოლკ ფესტ ზაფხული 2020“ გაიმართება

ქობულეთის ცენტრალურ პარკში მდებარე ღია სცენაზე, 23 აგვისტოს, „კულტურისა და ხელოვნების განვითარების კავშირი არტ-ფოლკის“ ორგანიზებით, ტრადიციული საერთაშორისო ფესტივალი „არტ-ფოლკ ფესტ ზაფხული 2020“ გაიმართება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კულტურის და ხელოვნების განვითარების კავშირი „არტ-ფოლკი“ ავრცელებს.

მათი ცნობით, პანდემიის გამო, ღონისძიებაში მონაწილეობას ვერ იღებენ სახელოვნებო ჯგუფები უცხოეთიდან, თუმცა, ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს 18 ჯგუფი (400-ზე მეტი მონაწილე სცენაზე), საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.

როგორც კულტურის და ხელოვნების განვითარების კავშირში აცხადებენ, მსოფლიოში არსებული სიტუაციის მიუხედავად, „კავშირი არტ-ფოლკი“ აგრძელებს მუშაობას ქორეოგრაფიული, სასიმღერო და მუსიკალური (და არა მარტო) ხელოვნების განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის.

„არტ-ფოლკ ფესტი ზაფხული 2020“ მხარდაჭერილია „იუნესკოსთან“ არსებული „ცეკვის საერთაშორისო საბჭოს“ (CID), ევროპის ფოლკლორული ფესტივალების ასოციაციის (EAFF), „კულტურის ინსტიტუტის“, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმის დეპარტამენტის, კულტურის ცენტრი “თბილისი არტ-ჰოლი“ და მედია-საინფორმაციო კომპანია „გეოდენსის“ მიერ.

„კულტურისა და ხელოვნების განვითარების კავშირი არტ-ფოლკის“ მთავარ მისიას წარმოადგენს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ხელოვნების სხვადასხვა სფეროს განვითარების მხარდაჭერა და ხელშეწყობა, საერთაშორისო კულტურული ღონისძიებების და ფესტივალების და სხვადასხვა ჯგუფების მსოფლიოს გარშემო საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობის ორგანიზების გზით, და არა მხოლოდ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს