ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა

ბათუმში, მელიქიშვილისა და გორგასალის ქუჩების კვეთაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან ტროტუარზე გადავიდა, სადაც მოქალაქეები იმყოფებოდნენ. ერთ-ერთ დაშავებულს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება, თუმცა, ექიმების წინასწარი ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ავარიის შედეგად, რამდენიმე ადამიანი მსუბუქად დაშავდა, ისინი კლინიკაში არიან გადაყვანილი. ნაწილს პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწია.

შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამსახურის თანამშრომლები, სამართალდამცავები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს