მესტიის მუნიციპალიტეტში კორონავირუსზე განმეორებითი ტესტირება  837 პირს ჩაუტარდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე ნინო ვიბლიანი აცხადებს, რომ მესტიის მუნიციპალიტეტში განმეორებითი ტესტირება კორონავირუსზე 837 პირს ჩაუტარდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ნინო ვიბლიანმა განუცხადა, ტესტირება ჩაუტარდათ, საკარანტინე სივრცეში მყოფ პირებს, ლენჯერის თემის მცხოვრებლებს და თვითიზოლაციაში მყოფებს, რომლებსაც 12-დღიანი ვადის შემდეგ უწევდათ ტესტირება.

„განმეორებითი ტესტირების შედეგები 24 საათის განმავლობაში გახდება ცნობილი. ნიმუშები გადაგზავნილია ზუგდიდის და ქუთაისის ლაბორატორიებში.

მესტიის მუნიციპალიტეტში ეპიდემიოლოგების 12 ჯგუფი მუშაობდა. პარალელურად მიმდინარეობდა თერმოსკრინინგი, რომელიც 2500-მდე პირს ჩაუტარდა, საბედნიეროდ, არცერთი ცხელების ფაქტი არ ყოფილა“,-განაცხადა ნინო ვიბლიანმა.

შეგახსენებთ, რომ 21 აგვისტოდან მესტიის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელსა და დასახლებაში, გარდა დაბა მესტიისა და ლენჯერისა, საკარანტინო შეზღუდვები მოიხსნა.

იხილეთ ვიდეო: მესტიის მუნიციპალიტეტში კორონავირუსზე განმეორებითი ტესტირება 837 პირს ჩაუტარდა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო