კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევიდან 2 აჭარაში გამოვლინდა

კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევიდან 2 აჭარაში გამოვლინდა

კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევიდან 2 აჭარაში გამოვლინდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ლაბორატორიული კვლევა 1 100 პირს ჩაუტარდა. მათივე ინფორმაციით, ერთი ქობულეთში გუშინ გამოვლენილი შემთხვევის კონტაქტია, მეორე კი კარანტინში იმყოფებოდა. ორივე პაციენტი რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

გასული 24 საათის განმავლობაში 3 პაციენტი გამოჯანმრთელდა.