ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო რეგულირების  სააგენტოს თანამშრომელს  კორონავირუსი დაუდასტურდა

ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, სააგენტოს თანამშრომელს კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა და ინფიცირებულის კონტაქტები იზოლაციაში იმყოფებიან.

„მინიმალურია იმ ადამიანების რაოდენობა, ვისთანაც ინფიცირებულს შეხება ჰქონდა. ყველა იზოლაციაში იმყოფება. დანარჩენ თანამშრომლებს, ვისაც კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა, კორონავირუსი არ დაუფიქსირდა“ , -განმარტავენ უწყებაში.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ