სტიქიამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა

სტიქიამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა

სტიქიამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. გადაუღებელი წვიმის შედეგად ლაგოდეხში ზაქათალის, ქიზიყის და 300 არაგველის ქუჩებზე საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები დაიტბორა. ასევე დატბორილია საკარმიდამო ნაკვეთები. ადგილობრივები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ.

ადგილობრივ ხელისუფლებაში კი აცხადებენ, რომ მობილიზებულია ყველა შესაბმისი სამსახური და ვითარებას ადგილზე ეცნობიან.