მოსახლეობამ წყალტუბოში აქცია გამართა

წყალტუბოში მოსახლეობამ აქცია გამართა. სოფელ ბანოჯას მცხოვრებლები უგზოობას აპროტესტებენ. მათი განცხადებით, ხელისუფლებას ისინი მხოლოდ არჩევნების დროს ახსენდება.
მოსახლეობის ინფორმაციით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ გზის შეკეთების გადადება პანდემიას დააბრალა. იმ შემთხვევაში, თუ ერთ კვირაში ბანოჯაში გზის დაგება არ დაიწყება, მოსახლეობა აცხადებს, რომ წყალტუბო - ქუთაისის საავტომობილო მაგისტრალს გადაკეტავს.
საპროტესტო აქციას „თავისუფალი საქართველოს“ თანათავმჯდომარე გოგი წულაია შეუერთდა.

























