გიგა ბოკერია - მნიშვნელოვანია სწრაფად გადავდგათ ნაბიჯები, რომელიც  მოქალაქეებს რწმენას დაუბრუნებს, რომ არჩევნებით გარდამტეხი ცვლილებების გამოწვევა შეიძლება

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატი გიგა ბოკერია სენაკის ამომრჩეველს შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა.

გიგა ბოკერიას თქმით, ის სენაკის რამდენიმე სოფელში იმყოფებოდა, გაეცნო ადგილობრივების პრობლემებს და მათი მოგვარების გზებზე ისაუბრა.

„ვიყავი ძველი სენაკის ცენტრში, კოტიანეთში, გეჯეთში, მეორე ნოსორში, ქალაქში- ჭავჭავაძის ქუჩაზე. ცხადია, ოცამდე შეხვედრიდან დასკვნების განზოგადება არასწორია, მაგრამ გავრისკავ და ზოგად შთაბეჭდილებას დავწერ. მოქალაქეების დამოკიდებულება ორსახოვანია: ერთი მხრივ, ძალიან ცხადია ცვლილებების სურვილი - ივანიშვილის მთავრობა გადაგდების და კორუფციის სიმბოლოდაა ქცეული და ფაქტობრივად კონსენსუსია იმაზე, რომ ამ არჩევნებზე ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. მეორე მხრივ, ძალიან თვალში მოსახვედრია იმედგაცრუება პოლიტიკური კლასით და არჩევნებით: მაინც არაფერი შეიცვლება... 2012 წელს იმდენი დაპირება მოვისმინეთ, ჩვენი ხმა მაინც არავის ესმის... ხალხს ისე უჭირს, მცირედი დახმარებითაც აიძულებს მხარი დაუჭირონ - ყველა შეხვედრაზე მესმოდა ასეთი ფრაზები“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მისივე თქმით, “ ევროპული საქართველოს” გუნდს აქვს ამოცანა, რომ პირველ რიგში მოსახლეობის დაკვეთას უპასუხოს და ივანიშვილის ხელისუფლება არჩევნების გზით შეცვალოს, შემდეგში კი რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს გარდამტეხი ცვლილებები, რათა ქვეყანა ჩიხიდან გამოვიდეს.

„ჩვენ, “ევროპულ საქართველოს” 2 ამოცანა გვაქვს. პირველ რიგში უნდა ვუპასუხოთ მოსახლეობის დაკვეთას და ხელისუფლება არჩევნების გზით შევცვალოთ. მაგრამ ამაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ სწრაფადვე გადავდგათ ის ნაბიჯები, რომლებიც დაუბრუნებს მოქალაქეებს რწმენას, რომ არჩევნებით გარდამტეხი ცვლილებების გამოწვევა და ჩიხიდან გამოსავლის პოვნა შეიძლება. ჩემს პირად გამოწვევად კი იმას ვხედავ, რომ ჩემი პოლიტიკური ხედვა მცირე მთავრობაზე, გადასახადების შემცირებაზე, კერძო საკუთრებაზე, პუტინის მოგერიებაზე, დასავლეთისკენ სწრაფვაზე და ზოგადად მოქალაქეებისთვის თავისუფლების დაბრუნებაზე, ამომრჩევლისთვის გასაგები გავხადო და ავხსნა, კონკრეტულად მისთვის რა კონკრეტული შედეგი ექნება ჩემს და ჩემი გუნდის პოლიტიკას“, - აცხადებს გიგა ბოკერია.

ინფორმაციას „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა