მესტიის სოფლებში სტიქიის შედეგად დაზიანებულ გზებზე აღდგენითი სამუშაოები დაიწყო

სტიქიამ მესტიის მუნიციპალიტეტში ადიშის, მულახის და ლენჯერის თემში პრობლემა შექმნა. მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ადიშში მდინარის ადიდების შედეგად 400-მეტრიანი სამანქანე გზა წაღებულია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურიდან აცნობეს, ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა, რათა მოხდეს დროებითი საავტომობილო გზის მოწყობა და სოფელთან მოძრაობის აღდგენა.

მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ადიშის დროებითი გზის მოწყობის სამუშაოები 2 საათში დაიწყება. სტიქიის შედეგად, დაიტბორა გზები ლენჯერის თემსა და სოფელ მულახშიც. ამ დროისთვის ლენჯერსა და მულახში გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. სტიქიის ზონაში იმყოფება მესტიის მუნიციპალიტეტის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი. მესტიისკენ მიემგზავრებიან სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ თორია და მოადგილე ნინო ვიბლიანი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა