კახა კახიშვილი - ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მშენებლობას, რაც ქვეყანაში განათლების დონეს კიდევ უფრო განავითარებს

ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა „ქართული ოცნებიდან“ კახა კახიშვილმა საინგილოს ქუჩაზე მშენებარე საბავშვო ბაღი დაათვალიერა, რომელიც 230 აღსაზრდელზეა გათვლილი.

„საინგილოს ქუჩაზე მშენებარე საბავშვო ბაღი დავათვალიერეთ, რომელიც 230 აღსაზრდელზე იქნება გათვლილი და სადაც 60 ადამიანი დასაქმდება. აღნიშნულ უბანში საბავშვო ბაღი აქამდე არ ყოფილა და ადგილობრივ მოსახლეობას მოშორებით მდებარე ბაღებით უწევდა სარგებლობა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი სრულად ადაპტირებული იქნება შშმ პირებზე. სამშენებლო სამუშაოების დასრულება წლის ბოლოსთვის იგეგმება და პროექტის ღირებულება 2 300 000 ლარია. ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მშენებლობას, რაც ქვეყანაში განათლების დონეს კიდევ უფრო განავითარებს”, - აცხადებს კახა კახიშვილი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა