ლენტეხში, გარესამყაროს მოწყვეტილ სოფელ მუწდის მოსახლეობას მედიკამენტები და პირველადი მოხმარების ნივთები საბაგირო მაგისტრალის საშუალებით მიეწოდება

ლენტეხში, გარესამყაროს მოწყვეტილ სოფელ მუწდის მოსახლეობას მედიკამენტები და პირველადი მოხმარების ნივთები საბაგირო მაგისტრალის საშუალებით მიეწოდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა ბადრი ლიპარტელიანმა განუცხადა, ადგილობრივებს საბაგირო მაგისტრალის საშუალებით უახლოეს პერიოდში ფქვილიც მიეწოდება.

მისივე ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და სამაშველო სამსახური. ადგილზე ასევე იმყოფებიან ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის წევრები.

ცნობისთვის, გუშინ, მაშველებმა ლენტეხში, ერთ-ერთ წაღებულ ხიდზე სამაშველო-საბაგირო მაგისტრალი გაჭიმეს. შედეგად, გარესამყაროს მოწყვეტილ სოფელ მუწდის მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს, საჭიროების შემთხვევაში პირველადი მოხმარების ნივთები, პროდუქტი ან მედიკამენტები მიიღოს.

უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარე ლასკადურამ რამდენიმე ხიდი და გზა დააზიანა.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ