,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, საგარეჯოს ელექტროენერგია სრულად მიეწოდება

,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, გუშინ საღამოს და დღეს დილით ძლიერმა წვიმამ, სეტყვამ და ქარმა, საგარეჯოში მწყობრიდან გამოიყვანა ელექტროგადამცემი ხაზები. გამთენიისას, მეხი დაეცა მაღალი ძაბვის 35 კვ-იან ელექტროგადამცემ ხაზს, რის გამოც საგარეჯოს რაიონის ნახევარს ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდებოდა.

,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკურმა სამსახურმა ოპერატიულად დაიწყო აღდგენითი სამუშაოები, შედეგად საგარეჯოს აბონენტებს ელექტროენერგია სტაბილურად მიეწოდება. ამ დროისთვის მიმდინარეობს ლოკალური, მცირე დაზიანებების აღმოფხვრის სამუშაოები და იმ შემთხვევაში თუ სადმე, რამდენიმე ერთულ აბონენტს ელექტროენერგია კვლავ არ მიეწოდება, უახლოეს პერიოდში მოხდება მათთვის ენერგომომარაგების აღდგენა. კახეთის რეგიონის ზოგიერთ რაიონში, ამინდი კვლავ გაუარესდა. იმ შემთხვევაში, თუ სტიქიამ ელექტროქსელის გაუარესება გამოიწვია, ,,ენერგო-პრო ჯორჯია“ ტექნიკური სამსახური მზადაა დროული რეაგირება მოახდინოს“, - ნათქვამია ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.07.2025
ევექსი იცავს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის მაღალ ხარისხს